Thursday, June 16, 2011

ძილი


ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბავშვის ძილი
ძილი — მაღალგანვითარებული ორგანიზმის პერიოდული ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც განსაზღვრავს თავის ტვინის მთელი რიგი სტრუქტურების კოორდინაციული მოქმედება. გარეგნულად ხასიათდება უმოძრაობით და გარესამყაროს გამღიზიანებლებისგან გამოთიშვით. ადამიანის ძილის დროს დათრგუნულია შეგნებული ფსიქოლოგიური აქტივობა, რომელიც პერიოდულად აღდგება სიზმრის დროს.
ძილი ელექტროფიზიოლოგიურად ჰეტეროგენულია, რაც განისაზღვრება თავის ტვინის ელექტრული აქტივობის სხვდადასხვაობით. ძილ-ღვიძილის ციკლი მოიცავს ღვიძილს, თვლემას, ზედაპირულ ნელ (ფხიზელ) ძილს, ღრმა ნელ ძილსა და პარადოქსულ (სწრაფ) ძილს. ემოციული დაძაბულობა თვლემისა და ნელი ძილის დროს დაბალია, ღვიძილისა და პარადოქსული ძილის დროს კი - მაღალი. ღვიძილისას ემოციურ დაძაბულობას განსაზღვრავს გარემოს გამღიძიანებელთა ზემოქმედება, პარადოქსული ძილის დროს კი იგი დაკავშირებულია სიზმართან. შესაბამისად განსხვავდება ტვინის ელექტრული აქტივობაც. თვლემისა და ნელი ძილის დროს ჭარბობს დაბალი სიხშირის, მაღალამპლიტუდიანი რხევები (სინქრონიზაცია), ღვიძილისა და პარადოქსული ძილის დროს - მაღალი სიხშირის დაბალამპლიტუდიანი რხევები (დესინქრონიზაცია), რასაც თან ახლავს გარკვეული ვეგეტატიური ძვრები. ეს მოვლენა კატებში პირველად დააგინა ქართველმა ფიზიოლოგმა ლ. ცქიფურიძემ 1950 წელს; შემდგომში იგივე დადასტურდა უცხოელ მეცნიერთა შრომებშიც.

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98

Wednesday, June 15, 2011

ბიბლიოგრაფია

სხვადასხვა სტრესოგენური ფაქტორის გავლენა ვირთაგვის ძილ-ღვიძილის ციკლსა და ზოგად ქცევაზე
ავტორები:ბარბაქაძე, მაია
თემატიკა:ფუნდამენტური ნეირომეცნიერებანი;
დუის თემატიკა:სამედიცინო მეცნიერებები, მედიცინა
სარჩევი:1. შესავალი; 1.1. პრობლემის აქტუალობა; 1.2. კვლევის მიზანი და ამოცანები; 1.3. ნაშრომის მეცნიერული სიახლე; 1.4. ნაშრომის თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა; 2. ლიტერატურის მიმოხილვა; 2.1. ზოგადი ცნობები ძილ-ღვიძილის ციკლის შესახებ; 2.2. ძილის თეორიები; 2.3. ძილი და სტრესი; 2.4. თვითგაღიზიანება და ძილი; 2.5. ბენზოდიაზეპინები, სტრესი და ძილი; 3. მასალა და მეთოდები; 4. მიღებული შედეგები; 4.1. მტკივნეული გაღიზიანებით გამოწვეული სტრესის გავლენა ძილ-ღვიძილის ციკლზე; 4.2. ცურვით გამოწვეული სტრესის გავლენა ძილ-ღვიძილის ციკლზე; 4.3. იმობილიზაციით გამოწვეული სტრესის გავლენა ძილ-ღვიძილის ციკლზე; 4.4. თვითგაღიზიანებით გამოწვეული სტრესის გავლენა ძილ-ღვიძილის ციკლზე; 5. მიღებული შედეგების განხილვა; 6. დასკვნები; 7. ციტირებული ლიტერატურა.
გამოცემის თარიღი:2006
წყარო:სხვადასხვა სტრესოგენური ფაქტორის გავლენა ვირთაგვის ძილ-ღვიძილის ციკლსა და ზოგად ქცევაზე / მ. ბარბაქაძე: დის... ბიოლ.მეცნ.კანდ. 03.00.14 / სამეცნ. ხელმძღვ. ქორიძე მანანა; ფიზიოლ. ინ-ტი - თბ., 2006 - 123გვ. : - - ბიბლიოგრ.: გვ. 98-123; UDC: 612.017.21             + 616.8-009.836      
ძირითადი ენა:ქართული
მოცულობა:123 გვ.
შეიქმნა:2008-11-19
შესწორდა:2008-12-05

http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0002/000261/

Saturday, June 11, 2011

სტატისტიკა

ადამიანი ცხოვრების 70 წლის მანძილზე 13 წელს ლაპარაკში, 6 წელს ჭამაში, ხოლო 23 წელს ძილში ატარებს.
სიზმარი
“განა ის, რასაც ვხედავთ, ან გვეჩვენება, რომ აღვიქვამთ, ჩვენი დიდი სიზმრის ნაწილი არ არის?”
=ედგარ ალან პო=

სტატია

ძილი, მისი მნიშვნელობა და სიზმარი

ძილი ადამიანის უმნიშვნელოვანესი და ჩაუნაცვლებელი მოთხოვნილებაა. ყოველდღე გარკვეული ძალის დახარჯვის შემდეგ ყოველი ჩვენგანი დასაძინებლად წვება, რათა აღიდგინოს დღის განმავლობაში დახარჯული ენერგია, დაისვენოს და მოემზადოს ხვალინდელი დღისათვის. წარმოგიდგებიან ადამიანთა ცხოვრება, რომლებსაც არ სძინავთ ან მცირე ხანს უთმობენ ამ უმნიშვნელოვანეს ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას? მათი ცხოვრება ყოველდღიურად იცვლება უარყოფითისაკენ. გარდა იმისა, რომ ასეთ ადამიანებს ეტყობათ ძლიერი ნერვული აშლილობა, ადვილად აღგზნებადობა და მშვიდი პოზიციის რთულად შენარჩუნება, მოუთმენლობა და სხვა, ამას გარდა ჩნდება საფრთხე ისეთი საშიში ფსიქობიოლოგიური დაავადების აღმოცენებისა, როგორიც ინსომნია. და მაინც რა არის ინსომნია? როდესაც ადამიანები უკმაყოფილონი არიან თავიანთი ძილის ოდენობით ან ხარისხსით, მათ ეწყებათ ინსომნიის შეტევა, რაც გამოხატება იმაში, რომ ადამიანები ან საერთოდ ვეღარ იძინებენ ან ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ეღვიძებათ და შემდგომ უჭირთ დაძინება. დღის განმავლობაში კი ისინი სისუსტეს, მოთენთილობას, უძლურებას და სხვა არასასიამოვნო შეგრძნებებით არიან დამძიმებულნი, რასაც ემატება ძილის დიდი მოთხოვნა და ყურადღების გაფანტვა. ძილის დარღვევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმაა ნარკოლეფსია, რაც კიდევ უფრო საშიშია ვიდრე ინსომნია. ამ დროს გადაღლა, რაც მცირე ძილის გამო იჩენს თავს, მოქმედებს უშუალოდ ადამიანის სხეულზე, მის კუნთოვან სისტემაზე და ფსიქიკაზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ნარკოლეფსიით “დამძიმებული” ადამიანი შეიძლება უეცრად დაეცეს, დაკარგოს გონება, მიეძინოს იქ სადაც ამის დრო არ არის და სხვა. ეს კიდევ არ არის ყველაფერი. ხანგძლივი უძილობა, როგორც აღვნიშნეთ, ხელს უწყობს ნერვიული სისტემისა და ტვინის “დესტაბილიზაციას”, რაც თვით ძილის დროსაც გამოიხატება, თუნდაც იმით რომ ძილის დროს იწყება მოუსვენრობა, წრიალი, თვალების ხშირი მოძრაობა (ე.წ. REM პერიოდი) და სხვა, რაც, საბოლოოდ, დასვენების მაგივრად გადაღლას უფრო იწვევს. ცნობილია რომ მსოფლიოში – განსაკუთრებით კი დასავლეთში – მრავალი ადამიანი უჩივის უძილობას. მათი დიდი რაოდენობა კი სტუდენტია. მეცნიერული დაკვირვებების შემდეგ ნათელი გახდა, რომ უძილობა აქტიურად აისახა შრომისა და სწავლის ხარისხზეც. თუ ავიღებდით ადამიანს, რომელიც საქმეში გარკვეულად – ნაწილობრივ – იყო გათვითცნობიერებული და ეძინა საკმარის დროს, ხოლო მერე თანამშრომელი, რომელსაც შედარებიც მცირე ხნით ეძინა, მაგრამ იყო თავისი საქმის პროფესიონალი, დავინახავდით შემდეგს: პირველი ცდის პირი ბევრად მეტი ენთუზიაზმით გააკეთებდა საქმეს და მისი და პროფესიონალი მუშაკის შესაძლო წარმატების შანსები დაახლოებით ერთი და იგივე იქნებოდა. თუმცა ეს სულაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ აღვწეროთ ძილის მნიშვნელობა. უძილობა ხელს უწყობს გამონაყარისა და აკნეს არსებობას მთელ სხეულზე. ასევე ხელი ეწყობა თმის ცვენას, თვალების ჩასიებას რამაც ნელ-ნელა მხედველობის პრობლემებამდეც შეიძლება მიგვიყვანოს. ძილის ხანგძლივობა პირდაპირ აისახება სწავლის და შრომის უნარზეც, რადგან თუ გონება და კუნთები საკმარისად არ განიტვირთა, წინააღმეგ შემთხვევაში მოხდება სხეულისა და გონების ნელი, მაგრამ თანმიმდევრული პარაიზება და ბოლოს სრული მოწყვეტით უძილო ადამიანი გახდება შედარებით უუნარო ვიდრე არიან სხვები. თუმცა ისევ შიდა პროცესებს, რომ მივუბრუნდეთ, უნდა აღვნიშნოთ უძილობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა – ხასიათის სწრაფი ცვლა უარყოფითისაკენ. მაგალითად თუ ადამიანი, რომელსაც აქამდე კარგად ეძინა იყო სრულიად გაწონასწორებული, ხალისიანი, აქტიური და კომუნიკაბელური, უძილობა ამ ყველაფერზე შემდეგნაირად იმოქმედებს: პირველ ხანებში იგი გახდება ნერვიული და სწრაფად ფეთქებადი, უხალისო და უკმაყოფილო, აქტიურობის ნაცვად მას დაეტყობა მოთენთილობა, მაგრამ უეცარი, თუმცა მცირე ხნიანი და ნერვიული გამოფხიზლება, დაკარგავს სურვილს იყოს წარმატებული და ბედნიერიც კი და ნელ-ნელა დაიწყება სხვადასხვა ფასეულობების გარდაქმნა. შეიძლება ცოტა არაარეალურადაც კი ჩანდეს, მაგრამ ეს კიდევ ის არ არის რა დაღსაც უძილობა ტოვებს. ძილის უკმარისობა დროთა განმავლობაში აქვეითებს პოტენციასა და ამცირებს სექსუალურ ენერგიას. აქრობს ან პირიქით ამატებს მადას, რასაც მივყავართ ან შიმშილის გარკვეულ გამოვლინებებამდე ან უზომო კვებამდე. უძილობა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემის დეპრესიის მშობელიც. შეიძლება ცხოვრებაში ყელაფერი იყოს იდეალურად, მაგრამ უძილობა გახდეს საფუძველი იმისა, რომ არაფრისგან ჯერ შეიქმნას ერთჯერადი, შემდეგ კი პერიოდული სტრესი, ბოლოს კი გრძელვადიანი დეპრესია. ადამიანი ძილის დროს ხედავს სიზმარს. ფროიდის სიზმარს “ყოველღამეულ სიგიჟედ” მოიხსენიებს. მისი აზრით, სიზმარი განდევნილი, არაცნობიერი სურვილების გამოხატულებაა, რომელსაც ყოველდღიურ რეალობაში ვერც კი წარმოვიდგენდით, ქმედებაე რომ ლაპარაკიც არ იყოს. იმ შემთხვავშიც თუ სიზმარი შეიძლება სულაც უწყინარ შინაარს ატარებდეს, მის უკან, სულ სხვა ქვეტექსტი იმალება, რომელიც აუცილებლად სასურველი შედეგის დადგომის დაფარულ ნაყოფს წარმოადგენს. თუმცა სიზმრისეული არადასავლური გაგება ბევრად განსხვავდება ფროიდისეული და სხვა დასავლელი ფსიქოლოგების შეხედულებებისაგან. მაგალითად ეკვადორის, არჩურის ტომში, მიღებული წესია, ყოველ დილით, მამაკაცები დასხდნენ და ურთიერთს უამბონ თუ რა ნახეს წუხელ სიზმრად. მაგალითად შამანების ერთ-ერთი როლი ძველმექსიკურ და თუნდაც აზიურ კულტურაში, სწორედ სიმზრების ინტერპრეტირება და ახსნა გახლდათ. ზოგიერთი ასეთი შეხედულებებით, სიზმრის მეშვეობით, ადამიანის დაფარული გრძნობების გამოვლენა და მეტიც, მოამვლის წინასწარმეტყველებაც შეიძლება. თუმცა თანამედროვე კვლევებმა მაინც დაადასტურეს, რომ სიზმარი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას, რომელიც ხანდახან ინტერპრეტირებული ან ორიგინალური სახით გვევლინება სიზმარში. თანამედროვე სამყაროში, არსებობენ ადამიანები ვისაც მიაჩნიათ, რომ სიზმრის მართვა შესაძლებელია. ფსიქოლოგებმა ჩაატარეს ლაბორატორიული ცდა და ნახეს, რომ გარკვეულ წილად ეს მართლაც ასე გახლდათ. თუ ადამიანები წინასწარ დარწმუნებულები არიან რომ მათი სიზმარი შეიძლება იყოს წარმათული მათსავე მიერ, იმის შანსი იზრდება, რომ მათი ნების მიხედვით დასრულდეს, ის ზმანებები, რომლებსაც ისინი ხედავენ. სპეციალურ ლაბორატორიებში, ასეთი გამოკვლევები ჩატარდა, რამაც აღნიშნული თეორია დაადასტურა. ასე, რომ როდესაც ვსაუბრობთ ძილზე უნდა გვახსოვდეს მისი უდიდესი და ჩაუნაცვლებელი მნიშვნელობა, რადგან ეს მარტო ფიზიოლოგიური მოვალეობა არ არის, ეს უფრო მეტია და შეუძლია აღიბეჭდოს, ყოველი ადამიანის პირად წარმატებასა და წარუმატებლობაზე. ის არის ბედნიერების ერთგვარი ფორმულაც და რაც მთავარია საკმარისი დროით ძილი ხელს უწყობს მრავალი დაავადების აღმოფხვრას, ხელს უწყობს ნერვიული სისტემის ჯანსაღად მუშაობას, ასუსტებს სტრესის შანსს, აძლევს გონებას საშუალებას იმუშაობს მშვიდად და ზედმეტი ენერგიის მობილიზაციის გარეშე, რაც უძილობისას ხდება აუცილებელი. ძილი დადებითად მოქმედებს კუნთოვანი სისტემის გასავითარებლად, ბავშვებისათვის აუცილებელია სიმაღლეში ზრდისათვის და სხვა. ეს კი საბოლოოდ იმის მანიშნებელია, რომ ძილი ერთგვარი აუცილებელი და განუყოფელი ნაწილია არსებისათვის, უძილობა კი არც მეტი არც ნაკლები – კლავს.

ნანა კალანდაძის სტატია

ძილი და სიზმრები
02.03.2010
ყოველ ღამე, დაძინებისას, ჩვენი ცნობიერება თითქოს რამდენიმე საათით "ითიშება". ძილის დროს ვეღარ ვხედავთ, აღარ გვესმის, რა ხდება ჩვენს გარშემო. ძილისა და სიფხიზლის მდგომარეობა იმდენად განსხვავებულია ერთმანეთისაგან, რომ თითოეული ადამიანი თითქოს ორ სამყაროში ცხოვრობს. ძველად ადამიანები სიზმრებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ და მათში მომავლის ნიშნებს ხედავდნენ. როცა ალექსანდრე მაკედონელი სალაშქროდ მიდიოდა, მის ამალაში ყოველთვის იყვნენ სიზმრების ამხსნელები. მთავარი, რაც ყველა სიზმარს აერთიანებს, ის არის, რომ ამ დროს ჩვენ გვძინავს. ეს არის სულიერი ცხოვრება, რომელიც რაღაცით ჰგავს სიფხიზლის მდგომარეობას, თუმცა ამავე დროს მკვეთრად განსხვავდება მისგან. ამგვარი განმარტება არისტოტელესგან მომდინარეობს. როცა ძილისა და სიზმრების შესახებ ვსაუბრობთ, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ზიგმუნდ ფროიდს.


ფროიდს XX საუკუნის ფსიქოლოგთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მისი მონოგრაფია "სიზმრის ახსნა" 1900 წელს გამოიცა. ეს არის ფროიდის უმთავრესი ნაშრომი ფსიქოანალიზის დარგში, სადაც ჩამოყალიბებულია მოძღვრება არაცნობიერის შესახებ. მას შემდეგ არც ერთ ნაშრომს არ მოუხდენია ამხელა გავლენა ფსიქოლოგიაზე.  მასში მოცემულია ნევროზის კვლევისა და მკურნალობის მეთოდი, სიზმრის ფარული შინაარსის განმარტება და სხვა. ფროიდამდე ადამიანის ქცევის მარეგულირებლად ცნობიერება ითვლებოდა, ფროიდმა კი აღმოაჩინა, რომ ცნობიერების მიღმა დამალულია სხვა, პიროვნებისთვის გაუცნობიერებელი მისწრაფებანი და სურვილები, რომლებიც ხშირად განაპირობებს ადამიანის ქცევას. ფროიდს მიაჩნდა, რომ ძილის დროს გამორთულია ცნობიერების ნებითი კონტროლი, ამიტომ სიზმრები საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური გამოვლინებანი. კერძოდ, სიზმრებში ვლინდება ფსიქიკის ნევროზული დარღვევები, სიზმრის შინაარსი კი შეესაბამება ადამიანის გაუცნობიერებელ სურვილებს, მისწრაფებებს და მოტივებს. სიზმარი ადამიანის ფსიქიკური ცხოველქმედების პროდუქტია. მის ახსნას კი ორმაგი მნიშვნელობა აქვს: პირველ რიგში საშუალება გვეძლევა გავიგოთ, რა კავშირშია სიზმარი პიროვნების სულიერ მდგომარეობასთან, მის ბიოლოგიურ ფუნქციებთან და მეორე - შეგვიძლია გავარკვიოთ, აქვს თუ არა სიზმრის ყოველ ელემენტს თავისი "მნიშვნელობა".  ზოგიერთი მოაზროვნის შეხედულებით, სიზმარი მომდინარეობს ფსიქიკური აგზნებისგან, აგრეთვე - იმ სულიერი ძალებისგან, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ვერ პოულობენ გამოხატულებას. პრაქტიკოს ექიმთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სიზმარს არავითარი ახსნა არ მოეპოვება - იგი ფიზიოლოგიური პროცესია, რომელსაც თავის ტვინის განსაზღვრული უჯედებისა და სხვა ორგანოების გაღიზიანება-აგზნება განაპირობებს. თუ სიზმარი შუალედური მდგომარეობაა ძილსა და სიფხიზლეს შორის, მაშ, უნდა გავარკვიოთ, რა არის ძილი. ეს ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური პრობლემაა, რომელშიც ბევრი რამ არის საკამათო. ფროიდი ფიქრობს, რომ ძილს შეიძლება ფსიქოლოგიური დახასიათება მიეცეს. ძილი - ეს არის მდგომარეობა, რომელშიც მე არ მინდა რამე ვიცოდე გარემომცველი სამყაროს შესახებ. ჩემი ინტერესი მის მიმართ ქრება. მე ძილში ვიძირები, ვწყდები გარესამყაროს, ხდება გარე გამღიზიანებლების შეკავება, თითქოს გარესამყაროს ვეუბნები: "თავი დამანებე, მე მეძინება". ამგვარად, ძილის ბიოლოგიური მიზანი ალბათ დასვენებაა, ფიზიოლოგიურ ნიშან-თვისებას კი გარესამყაროსადმი ინტერესის დაკარგვა წარმოადგენს. ჩვენი დამოკიდებულება გარესამყაროსადმი, რომელშიც ასე უხალისოდ ვბრუნდებით, ალბათ ისეთი რამის მატარებელია, რომლის განუწყვეტლივ გადატანა არ შეგვიძლია, ამიტომ დროდადრო ვუბრუნდებით მდგომარეობას, რომელშიც ვიყავით ამქვეყნად მოვლინებამდე, ვიქმნით მუცლადყოფნის პერიოდის ანალოგიურ პირობებს: თბილა, ბნელა, არაფერი გვაღიზიანებს... ზოგიერთი ძილის დროს სწორედ ისეთ პოზას იღებს, როგორსაც ემბრიონი დედის მუცელში. დილით ყოველი გაღვიძება თითქოს ხელახლა დაბადებას ჰგავს. თუ ძილს ასეთნაირად გავიგებთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ სიზმრებს აქ საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ ადგილი. ძილში არ უნდა იყოს არანაირი სულიერი ცხოვრება, და თუ ის მაინც არის, მაშინ სრული სიმშვიდის მდგომარეობას ვერ ვაღწევთ. სულიერი ქმედების ნარჩენებისგან სრული გათავისუფლება შეუძლებელია. სწორედ ეს ნაშთები წარმოადგენს სიზმრებს. და ამ სიზმრებს აზრი არ სჭირდება. ამრიგად, სიზმრები ძილის ხელისშემშლელი სულიერი ცხოვრების ნარჩენებს წარმოადგენენ. ასე რომ, რაც უნდა ზედმეტი გვეჩვენებოდეს სიზმრები, ისინი მაინც არსებობენ და უნდა ვეცადოთ, გავარკვიოთ მათი არსებობის მიზეზი. რატომ არ წყდება სულიერი ცხოვრება სრულიად? ალბათ იმიტომ, რომ მას რაღაც არ ასვენებს. მასზე მოქმედებენ გამღიზიანებლები და ის მათზე რეაგირებს. ამრიგად, სიზმრები - ეს არის ფსიქიკის რეაგირება ძილში მოქმედ გამღიზიანებლებზე. სპეციალისტებთან სიზმრების განხილვა დაგვეხმარება, ვიპოვოთ ძილის ხელისშემშლელი გამღიზიანებლები, რომლებზეც ადამიანი სიზმრებით რეაგირებს. სიზმრების სამყარო რეალურისგან განსხვავდება, მაგრამ ძილში, ისევე როგორც ცხადში, არსებობს თავისი ლოგიკა, განსაკუთრებული პერსპექტივა, თავისებური აშკარა და დაუჯერებელი.

http://mkurnali.ambebi.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1774:2010-03-02-12-33-37&catid=61:2008-10-13-12-31-11&Itemid=103

ბიბლიოგრაფია

ჩანაწერის რეზიუმე დაკავება

სათაური Dreams and Dream Stories [electronic resource] / by Anna Bonus Kingsford Dreams and Dream Stories
ავტორი Kingsford, Anna Bonus
ISBN
გამოცემა
გამოცემის თარიღი 2004
გამომცემელი Project Gutenberg
ფიზიკური აღწერილობა electronic electronic resource
ფორმატი text
ანოტაცია
თემება
ონლაინ რესურსები http://www.gutenberg.org/etext/5651
Rights